რეზონანსი
22.11.2023

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია მომავალ მატჩში ვერ ითამაშებს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს შეხვედრა გამარჯვებით დაასრულონ.

„ფეხბურთში ყველაფერი ხდება. იმიტომ არის სპორტის ეს სახეობა საინტერესო, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის. ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს. მინდორზე 11 კაცი გამოდის.

მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია ნაკრებს ვერ დაეხმარება, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ.

მინდა გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო მათ და დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება. მართლაც ვიმსახურებთ ამ ნახევარფინალის მოგებას, რადგან კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×