რეზონანსი
22.11.2023

სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ ბევრი კომპონენტისგან შედგება, თუმცა პრიორიტეტული ძირითადი მიმართულებებია ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილება და სწრაფი, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ნებისმიერი მოქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ქალაქში გადაადგილება ტრანსპორტით უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ კონცეფციის დანერგვისთვის არაერთი კვლევა ჩატარდა, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სქემა შემუშავდა, განახლდა მუნიციპალური ავტობუსების პარკი და კვლავ ემატება ახალი ავტობუსები. ველოდებით 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას, დეკემბერში 50 ერთეული უკვე თბილისში იქნება, გარკვეული ნაწილი უკვე აქ არის და იანვრიდან უკვე დაიწყებს ქალაქში მოძრაობას და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას.

ასევე იცით, რომ ჩანაცვლდა უვარგისი სამარშრუტო მიკროავტობუსები, ქუჩები ეწყობა ახალი დიზაინით, დაიხაზა და კიდევ ემატება ავტობუსის ზოლები, ეწყობა ზებრა გადასასვლელები, ქვეითებზე მორგებული შუქნიშნები და ა.შ. ეს არის პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და მისი ყოველი მომდევნო ეტაპი გეგმაზომიერად მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე. ამავე რეფორმის ნაწილი იყო ტაქსების A და B კატეგორიებად რეგისტრაცია და კონკრეტულად 10 წლამდე ტაქსების ავტობუსის ზოლში დაშვების გადაწყვეტილება, რაც ერთგვარად ასტიმულირებს ტაქსის სერვისში ძველი ავტომანქანების ახლით ჩანაცვლებას, რაც თავის მხრივ კიდევ ერთი ძალისხმევაა ქალაქში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლის გაუმჯობესებისთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×