რეზონანსი
22.11.2023

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონში მონაწილეობას ფილმ „გაღმა ნაპირის“ მთავარი როლის შემსრულებელი თედო ბექაურია. მისი მეწყვილე ანა ბირთველიშვილია. თედოს საჯარო მხარდაჭერა ტელეწამყვანმა გოდერძი შარაშიამ სოციალურ ქსელში გამოუცხადა.

„არასდროს კონკურსის რომელიმე მონაწილისთვის მხარდაჭერა ღიად არ გამომიხატავს. ისე კი იცოცხლე ბევრისთვის გამიგზავნია ესემესი. მეც ვყოფილვარ სატელევიზიო კონკურსის მონაწილე და ვიცი რას ნიშნავს ღია მხარდაჭერა.

პირველი შემთხვევაა, როცა კონკურსანტს ღიად ვუჭერ მხარს და ეს უნიჭიერესი ბიჭი თედო ბექაურია, რომელიც ახლა „ცეკვავენ ვარკვლავებში" მონაწილეა. მე მისი ცეკვა ფილმიდან „გაღმა ნაპირი" არ ამომდის თვალიდან წუხელ, მისი პირველი ცეკვა ძალიან სევდიანი იყო, მაგრამ ძალიან ნიჭიერია ამაშიც  ჩემი მხარდაჭერა თედო ბექაურს.

ჩემს მეგობრებს ვისაც არ დაგეზარებათ მომდევნო ორშაბათს ერთი სმს არ დაიშუროთ, მადლობა წინასწარ.

მე თედოს არ ვიცნობ, ფილმიდან მახსოვს  ბოლოს მასზე სიუჟეტი ვნახე და მას ეს გამარჯვება ძალიან სჭირდება“, - წერს გოდერძი შარაშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×