რეზონანსი
21.11.2023

ჩვენი ბარიერი არის 40-45%, ამის გადალახვას ვაპირებთ , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებენ.

„ჩვენ, გამარჯვების კოალიციას გვაქვს ჩვენი ბარიერი. „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამოცანაა, გავიდეთ პირველ ადგილზე ამ არჩევნებში. ჩვენი ბარიერი ხუთი პროცენტი ვერ იქნება, ჩვენი ბარიერი არის 40-45%, რომელიც უნდა გადავლახოთ, ამის გადალახვას ვაპირებთ და აუცილებლად ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ. დანარჩენი ამ ბუღალტერიაში ვერ შევალთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×