რეზონანსი
21.11.2023

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონში მონაწილეობას ფილმ „გაღმა ნაპირის“ მთავარი როლის შემსრულებელი თედო ბექაურია. მისი მეწყვილე, ანა ბირთველიშვილია. მათი შესრულებული პირველი ნომერი ძალიან ემოციური გამოვიდა და ჟიურიმ დღის საუკეთესო ცეკვად შეაფასა. პროექტში მონაწილეობამდე ცოტა ხნით ადრე თედო მისი ცხოვრების შესახებ ჰყვებოდა:

„გავიზარდე ორბეთში, აქვე ვცხოვრობდით. ჩავედით კლინიკაში, სადაც შეგვხვდა რეჟისორი, მითხრა, მე რეჟისორი ვარ და ფილმში თუ ითამაშებო.  რა დაინახა ჩემში, ალბათ გამომეტყველება და თვალის პრობლემა, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა.

თბი­ლის­ში, თვა­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა დე­დამ, სა­დაც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი გი­ორ­გი ოვაშ­ვილს, რო­მელ­საც შვი­ლე­ბი ჰყავ­და ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი. ამ შეხ­ვედ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა. ვი­ზი­ტის მო­ლო­დინ­ში ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ქალ-ვაჟ­მა მი­ი­პყრო ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, ცელ­ქობ­დნენ. ბიჭს ხელ­ში რა­ღაც სა­თა­მა­შო ეჭი­რა, თა­მა­შობ­და, უცებ გო­გომ გა­მოს­ტა­ცა და თავ­ში ჩა­არ­ტყა. ამა­ზე გუ­ლი­ა­ნად გა­და­ვი­ხარ­ხა­რე. თურ­მე სწო­რედ ამ სი­ცი­ლით მი­ვიქ­ციე რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა. მო­ვი­და, გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. მერე დე­და­ჩემს გა­ე­სა­უბ­რა და გა­და­წყვი­ტეს, სინ­ჯებ­ზე მი­ვეყ­ვა­ნე.

დაგვირეკა, ჩამოგვიყვანა თბილისში. ოთახში შემიყვანა და მითხრა, მე მაგიდაზე დავუკრავ და იცეკვეო. პირველად რომ დაუკრა, არ მიცეკვია და მერე ვიცეკვე. მაშინ მითხრა, რომ ეს ის ცეკვაა, რაც მე მინდაო.

რე­ჟი­სორ­მა, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლი ჩან­და, გა­მაფრ­თხი­ლა, იცო­დე, სა­ნამ გა­და­ღე­ბე­ბი არ ჩა­ივ­ლის აღარ­სად იცეკ­ვოო. გა­და­ღე­ბე­ბი 2 კვი­რა­ში და­ი­წყო და 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამა­სო­ბა­ში, პირ­ვე­ლად ვნა­ხე ზღვა. მა­ნამ­დე თბი­ლისს არ ვი­ყა­ვი გა­ცი­ლე­ბუ­ლი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დამ­ჭირ­და, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­მემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. თა­ვი­დან ისე ვმორ­ცხვობ­დი და ისე­თი ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, რომ რე­ჟი­სორს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ტყუ­ი­ლად კარ­გავ ამ ბავ­შვთან დრო­სო. მერე ბა­ტო­ნი გი­ორ­გი და­მიჯ­და, სე­რი­ო­ზუ­ლად და­მე­ლა­პა­რა­კა და ამ სა­უ­ბარ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო... გა­და­ღე­ბე­ბის დროს, ჯანო იზო­რი­ას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი ოთახ­ში. ისე მა­ნე­ბივ­რებ­და, სულ კი­სერ­ზე ვყა­ვი შემჯდა­რი. ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ო­დით.

27 წლის გახ­ლა­ვართ. უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ, ჩემი მე­უღ­ლე, ანი ხუ­ციშ­ვი­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. ჩვე­ნი პა­ტა­რა ვაჟ­კა­ცი დე­მეტ­რე კი უკვე 2 წლი­საა. 

ზა­ქა­რი­ა­ძის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი კო­ლე­ჯი და­ვამ­თავ­რე, მაგრამ ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ.  წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე ვი­ქი­რა­ვე ბინა, სა­დაც ცოლ-შვილ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. მა­ინც მგო­ნია, რომ ჩემი ხვა­ლინ­დე­ლი დღე კი­ნოს უკავ­შირ­დე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ესაა ჩემი მი­ზა­ნი", - განუცხადა "ამბებს" თედო ბექაურმა.

„ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ იყო შემოთავაზება. დავფიქრდი და დავთახმდი. თავიდან გამიჭირდა, ცეკვასთან დიდად შეხება არ მქონია, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გასწავლის ადამიანი, როგორ გაგიადვილებს სწავლას. ანა ძალიან მეხმარება. უნდა დავუჯერო და არ გავებუტო. ცეკვის დროს ვცდილობ ავითვისო, რასაც მასწავლიან,“ – აღნიშნა გადაცემის წარდგენაში თედო ბექაურმა.

გუშინ თედომ და ანამ პირველი ცეკვა ფილმ „გაღმა ნაპირის“ მუსიკაზე შეასრულეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×