რეზონანსი
19.11.2023

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

„ლატვია თუ გადაწყვეტს საკუთარი კანდიდატურის წარდგენას გენერალური მდივნის თანამდებობაზე, კრიშიანის კარინში მზადაა, მიიღოს მონაწილეობა“, – ნათქვამია კარინშის წარმომადგენლის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კარინშს შეუძლია, შესთავაზოს „წვლილის შეტანა ალიანსს პრემიერ-მინისტრობის გამოცდილებით, რუსეთის მხრიდან საფრთხის მკაფიო გაგებით, უკრაინის მიმართ მტკიცე პოზიციით და საერთაშორისო კონსენსუსის მიღწევის დადასტურებული გამოცდილებით“.

როგორც მედია წერს, სტოლტენბერგის შემცვლელად სავარაუდო კანდიდატები არიან ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, რომელიც არჩევნების შემდეგ დატოვებს თანამდებობას და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის ვადაც სრულდება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობით ასევე დაინტერესებულია ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×