რეზონანსი
18.11.2023

სალომე ზურაბიშვილი ბოლო დროს, ფრანგულ მედიას ძალიან მიეძალა და ვფიქორობ, რასაც ახლა აკეთებს, აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საფრანგეთში შეხვედრები გადაფაროს. ზურაბიშვილის მესამე თუ მეოთხე ინტერვიუა ფრანგულ მედიასთან და საოცარი არასამართლიანი აქცენტები აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

„ბევრი გაცემული პირობა დაავიწყდა პრეზიდენტს, დაავიწყდა თავისი ამომრჩეველი, ზურგი შეაქცია და ახლა ესაუბრება იმ ხალხს რომელიც მას აძაგებდა.

მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვიოს,მე ნაკლებად მაღელვებს მისი სამომავლო გეგმები. ჩვენ ხელი გავუშვით ზურაბიშვილს, ოპოზიციას გადავაბარეთ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ", - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×