რეზონანსი
18.11.2023

უკრაინაში კიდევ ერთი დაღუპული ქართველი 31 წლის ნიკა გელენიძეა. ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ საღამოს შეიტყო.

მათი თქმით, 31 წლის ნიკა გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა.

ახლობლების ინფორმაციით, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

ნიკა გელენიძე აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. ჯერ უცნობია, როდის მოხდება მისი საქართველოში გადმოსვენება.

„წესიერი და პატიოსანი ბიჭი იყო. ჩემს ხელში გაიზარდა. არ ვიცი, რატომ წავიდა. გუშინ საღამოს გავიგეთ ეს ამბავი. აფეთქება მოხდა და იმ დროს დაიღუპაო. სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია. მოულოდნელი იყო მისი წასვლა უკრაინაში საბრძოლველად. ეს ბიჭი გმირი იყო და გმირულად შეეწირა რუსეთ-უკრაინის ომს", - განაცხადა ნიკა გელენიძის ოჯახის ახლობელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×