რეზონანსი
18.11.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციას პარლამენტში მოსახვედრად შანსები ძალიან მცირე აქვს.

„ეძებენ გზებს, როგორ გაუმარტივდეთ პარლამენტში მოხვედრა. ე.ი. ამ ადამიანების ერთადერთი მიზანი პარლამენტი ყოფნაა და აქ მთავრდება მათთვის ყველაფერი. აქედანაც ჩანს ჩვენს შორის ღირებულებითი სხვაობა.

რაც შეეხება ზოგადად მათ გზებს, ძალიან ბევრს ნუ ეძებენ, რადგან მათ პარლამენტში მოხვედრის შანსები ძალიან მცირე აქვთ", - განაცხადა იონათამიშვილმა.

საარჩევნო ბარიერის დაწევა ოპოზიციის დღის წესრიგშია მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ამ საკითხის განხილვას არ აპირებს. პარალელურად ოპოზიცია აქტიურ მზადებას იწყებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი გზა მათ გაერთიანებაშია. მმართველ პარტიაში კი განმარტავენ, რომ ოპოზიცია რეალობას დიდი ხანია დაშორდა და მათი ერთადერთი მიზანი პარლამენტში მოხვედრაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×