|

საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ამ საკითხით სპეკულაცია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ის პირები, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში განაცხადა.
იუსტიციის მინისტრმა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე ისაუბრა, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დაობდნენ.
„ისინი სტრასბურგის სასამართლოში ამტკიცებდნენ ერთსა და იმავეს, თითქოს მათი დაკავება პოლიტიკური მიზნებით განხორციელდა. 2022-23 წლებში გადაწყვეტილებები გამოცხადდა ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავასა და ნიკანორ მელიას საქმეებზე. სამივე საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დაკავება საქართველოს კანონმდებლობის და ევროპული კონვენციის მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელდა. შესაბამისად, არანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ ჰქონია ადგილი. პასუხი არის მარტივი - საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ამ საკითხით სპეკულაცია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|