რეზონანსი
17.11.2023

უკრაინის პოლიციამ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყების განცხადებაში არესტოვიჩის სახელი პირდაპირ არ არის ნახსენები, თუმცა როგორც სააგენტო UNIAN-ი იუწყება, საქმე ეხება კონფლიქტს არესტოვიჩსა და უმაღლესი რადის დეპუტატ, ნატალია პიპას შორის.

ზაფხულში პიპამ ოდესაში ერთ-ერთ მოზარდს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ვიქტორ ცოის სიმღერებს რუსულად ასრულებდა. მუსიკოსმა პიპას შეურაცხყოფით უპასუხა, რის შემდეგაც დეპუტატი ქალი პოლიციას დაუკავშირდა.

კონფლიქტის შემდეგ არესტოვიჩმა უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს მიმართა და პიპა ეთნიკური სიძულვილის წახალისებაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ კი 29 დეპუტატმა მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო, არესტოვიჩის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის წინააღმდეგ პოლიციას საჩივრით რადის დეპუტატმა ინა სოვსუნმა მიმართა. იმ შემთხვევაში მიზეზი არესტოვიჩის ვიდეო გახდა, სადაც ის ქალებზე უარყოფითად საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×