რეზონანსი
17.11.2023

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით მმართველ პარტიას არავითარი დაპირება არ გაუცია, შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერის და პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში.

„საზოგადოებამ იცის, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი არ ყოფილა [ევროკავშირის] 12-პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ვერც იქნება განხილული [ბარიერის დაწევის საკითხი]. ეს უკავშირდება ქვეყნის შიდა კონსტიტუციურ, საარჩევნო სისტემას და ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს ქართველ ხალხს. როდესაც 2017-2018 წლებში საკონსტიტუციო რეფორმა გავატარეთ, საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტის წევრებს ევალებათ აზრი ჰკითხონ ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ საყოველთაო-სახალხო განხილვები მოვაწყვეთ და ქართველ ხალხთან შევათანხმეთ, როგორი უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემა და ბარიერი. არავითარი დაპირება არ გაგვიცია, ვალდებულება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერის და პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში“, - აღნიშნა "იმედის" ეთერში ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×