რეზონანსი
16.11.2023

როგორც საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა, სიმონა გრანატა-მენგინიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, ასევე ვმუშაობთ საქართველოს მოსახლეობასთან, ხალხთან. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას

„რეკომენდაციები არ არის სავალდებულო. ჩვენ ვერ ვუკარნახებთ ვერავის, მაგრამ ამ რეკომენდაციებში ვუთითებთ ე.წ. წითელ ხაზებს. ეს რეკომენდაციები, ძველიც, ახალიც და მომავალში რასაც გავცემთ, არის პროცესი და ეს რეფორმებიც, რაც ხორციელდება, უნდა დავინახოთ, როგორც ერთი მთლიანობა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, ასევე ვმუშაობთ საქართველოს მოსახლეობასთან, ხალხთან. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას", - განაცხადა სიმონა გრანატა-მენგინიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×