რეზონანსი
16.11.2023

პარტია „საქართველოსთვის", გახარიას გუნდი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს და ეს არ გადაიხედება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

„რაღაც გაერთიანებებმა შეიძლება კი არ გაგაძლიეროს, პირიქით დაგაზიანოს და დაგსვა ნულზე. ამიტომ ჩვენს გუნდს ეს გაერთიანებები უბრალოდ არ სჭირდება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გუნდის კარი ჩაკეტილია და ახალ ადამიანებს არ მივიღებთ. ჩვენი გუნდის კარი ღირსეული ადამიანებისთვის, პროფესიონალებისთვის, რომლებიც ასევე იზიარებენ ჩვენს მიზანს, რომ „ოცნება" და „ნაცმოძრაობა", ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს, ასეთი ადამიანებისთვის ჩვენი გუნდის კარი ღია იქნება", - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×