რეზონანსი
16.11.2023

ყირგიზეთის დედაქალაქში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, - ინფორმაციას ბიშკეკის პოლიცია ადასტურებს.

დაკავებულია 33 წლის მამაკაცი, რომელიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდის, ზაზა ელიკაშვილის, მეტსახელად "კარალეიკას" ნათესავი და ახლო გარემოცვის წევრია.

ბრალდებული ნაქირავებ ბინაში აიყვანეს. ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები.

დაკავებულს ნარკოდანაშაულსა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×