რეზონანსი
16.11.2023

ჩინეთი არავისთან აპირებს არც ცივ და არც ცხელ ომს, - ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩინეთი მზად არის, იყოს აშშ-ის პარტნიორი და მეგობარი.

„ჩვენი ფუნდამენტური პრინციპები ურთიერთობებში არის ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება და მომგებიანი თანამშრომლობა. ჩინეთი და აშშ საბოლოოდ კონკურენტები არიან თუ პარტნიორები, ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი საკითხია. ლოგიკა ძალიან მარტივია: თუ ერთი განიხილავს მეორეს, როგორც მთავარ კონკურენტს, ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევას და მუდმივ მოახლოებულ საფრთხეს, ეს აუცილებლად გამოიწვევს მცდარ პოლიტიკას, არასწორ ქმედებებს და მცდარ შედეგებს. ჩინეთი არასოდეს დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არასოდეს ერევა აშშ-ის საშინაო საქმეებში და არ აპირებს აშშ-ის გამოწვევას ან შეცვლას. ჩინეთი მიესალმება თავდაჯერებულ, ღია, განვითარებად და აყვავებულ აშშ-ს. ანალოგიურად, აშშ-მა არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან. ჩინეთი არავისთან აპირებს არც ცივ ომს და არც ცხელ ომს", - განაცხადა სი ძინპინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×