
დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის.
„თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები ,კარგად იყვნენ უჩემოდ.სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც „ქართულ ოცნებასთან“ არ ვარ დაახლოებული“, - აგანუცხადა “მთავარ არხს” ხიდაშელმა.
როგორც თავად ამბობს, მას სახელმწიფომ შესაბამისი პირობები არ შეუქმნა და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს. ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა.
20 ივლისს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას შპს “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას”, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას რაჭაში ტყის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თქვა, რომ კომპანიას სამინისტროში არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტები.