რეზონანსი
15.11.2023

როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მომდევნო წლიდან მუნიციპალიტეტი იწყებს რუსთაველის გამზირის სრულ რეაბილიტაციას, რაც პირველ ეტაპზე იქ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას გულისხმობს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე შენობების რეაბილიტაციის შემდეგ დაიწყება სავალი ნაწილის სრულ რეაბილიტაცია.

„მომდევნო წლიდან მუნიციპალიტეტი იწყებს რუსთაველის გამზირის სრულ რეაბილიტაციას, რაც პირველ ეტაპზე იქ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას გულისხმობს. კონკრეტულად, ფასადების, გადახურვის, დეკორატიული მინათებისა და ა.შ. ასევე იმ შენობების რეაბილიტაციას, რომლებიც ტექნიკურად არამყარ მდგომარეობაშია, იმ შენობების კაპიტალურ გამაგრებას. ამ სამუშაოებისთვის დაახლოებით 2 წლამდე პერიოდი გვაქვს გათვალისწინებული. პირველი ეტაპის, ამ შენობებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დავიწყებთ უკვე კონკრეტულად სავალი ნაწილის სრულ რეაბილიტაციას“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×