
"ძალიან გრძელი სია არსებობს ჩვენ მიერ დაინიცირებული, რომლებიც არცერთი არ განხილულა დღემდე პარლამენტში," - ეს განცხადება "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
სამადაშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდი პროცედურულად ბლოკავს ოპოზიციის ინიციატივებს და დღემდე არაერთი პროექტია თაროზე შემოდებული. რაც შეეხება, "ქართული ოცნების" დეპუტატების მზაობას, რომ პარლამენტში როიალი დაიდგას, ამ ინიციატივას სამადაშვილი კრიტიკულად აფასებს.
ერთადერთი ინიციატივა, რომელიც ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ" და განიხილა, ეს იყო მედიის გადასახადების რეჟიმის გაუმჯობესების და ძალიან გრძელია სია იმ კანონპროექტების და ინიციატივების, რომელიც არ განხილულა.
ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და მათ შორის, ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, რომელიც ნამდვილად კარგი მუსიკოსია, ვფიქრობ, რომ ალბათ, უკეთესი იქნებოდა, მართლაც რომ როიალის საკითხებით იყოს დაკავებული და არა ქართული პოლიტიკის,“ - ამბობს სამადაშვილი.