რეზონანსი
14.11.2023

სამართალდამცველებმა თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე, მომხდარი დანაშაულის ფაქტზე წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი გურამ ელიზბარაშვილი დააკავეს.

"კურიერის" ინფორმაციით, სროლა საბავშვო ბაღთან მოხდა. მშობელი, რომელმაც ბავშვი ბაღში დატოვა, სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

დაზარალებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ბრალდებულ გურამ ელიზბარაშვილს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×