რეზონანსი
14.11.2023

როცა ოპოზიციურად განწყობილ მედიას სასაუბროდ „საკვები“ აღარ აქვს, მაშინ იწყებენ ფაქტების სუბიექტური აღქმებით შეფასებას! - ამის შესახებ საქართველოს პრალამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ტყუილია, რომ დღეს „ბიუროს სხდომაზე, როიალის საკითხი მე დავაყენე“ - ამ საკითხით მანიპულირება, სრულიად უადგილოდ წამოჭრა ბ-ნმა გოცირიძემ, რაზეც სათანადო რეაქცია მიიღო ჩემგან. ტერმინს „ბიუროზე საკითხის დაყენებას“ სულ სხვა დატვირთვა აქვს! ვურჩევდი ოპოზიციურ მედიას, ტერმინები სათანადოდ შეისწავლონ და უნიჭო დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. საბედნიეროდ, საზოგადოება კარგად ხედავს განსხვავებას ელისო ბოლქვაძესა და რომან გოცირიძეს შორის!“, - წერს ელისო ბოლქვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×