რეზონანსი
13.11.2023

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ოპოზიციას 2%-იანი ბარიერი პარლამენტში არეულობის მოსაწყობად სჭირდება. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ რადიკალური და ხელმოცარული ოპოზიციის პარლამენტი ყოფნა ქვეყანას დააზიანებს. 

იქ ხომ არის, ოპოზიცია იყოფა ახლა, მე ასეთი გრადაცია მაქვს: არიან რადიკალი, ხელმოცარულები, არიან კონსტრუქციულები და არიან ჩახდილები. რადიკალ-ხელმოცარულებს და ჩახდილებს საერთო ინტერესი აქვთ. რა არის ეს ინტერესი? რომ აქ ქაოსი მოაწყონ, არეულობა პარლამენტში და ახლა უნდათ, რომ 2%-მდე დაიყვანო ბარიერი, რომ უფრო მეტი ხელმოცარულები იყვნენ და არ არის ასე. ქვეყნის ინტერესებში არ შედის ხელმოცარულების და აი, ამ ქაოსის და არეულობის მომხრენი შევიდნენ პარლამენტში, - ამბობს ზარქუა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×