რეზონანსი
10.11.2023

"უკვე დარ­წმუ­ნე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ის­ტო­რი­ა­ში 2023 წელი რე­კორ­დუ­ლად თბი­ლი იქ­ნე­ბა. უკვე ამ მო­მენ­ტის­თვის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს ტემ­პე­რა­ტუ­რა ამ­ჟა­მად 1,43 გრა­დუ­სით აღე­მა­ტე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­პერ­ნი­კის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სა­მან­ტა ბურ­გეს­მა ამ ორი­დე დღის წინ.

ამას­თა­ნა­ვე, მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ა.წ. ოქ­ტომ­ბე­რი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი იყო, რაც კი მსოფ­ლი­ო­ში ოდეს­მე ყო­ფი­ლა მას მერე, რაც ხდე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბა და მო­ნა­ცე­მე­ბის აღ­რი­ცხვა.

მა­თი­ვე დას­კვნით, წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის წვი­თა და ბუ­ნე­ბის გა­ნუ­წყვე­ტე­ლი გა­ნად­გუ­რე­ბით, კა­ცობ­რი­ო­ბამ ატ­მოს­ფე­რო­ში სით­ბოს დამ­ჭე­რი აი­რე­ბი შე­ი­ტა­ნა, რა­მაც პლა­ნე­ტის ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­შუ­ა­ლოდ 1,2 გრა­დუ­სით გა­ზარ­და.

"შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია იმის და­ნახ­ვა, რომ გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 2023 წლის ივ­ნი­სის შემ­დეგ, გა­ცი­ლე­ბით თბი­ლია, ვიდ­რე 2015 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რის დროს, რო­დე­საც ელ-ნი­ნიო გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი იყო. ჩვე­ნი პლა­ნე­ტა აგ­რძე­ლებს ნე­გა­ტი­უ­რი ეტა­პე­ბის გავ­ლას თა­ვის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ ის­ტო­რი­ა­ში და ნუ გაგ­ვიკ­ვირ­დე­ბა, თუ უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში კი­დევ უფრო სა­შიშ ინ­ფორ­მა­ცი­ებს მო­ვის­მენთ“, - აცხა­დე­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი.

მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ამ­ჟა­მინ­დე­ლი ელ-ნი­ნიო მი­ნი­მუმ 2024 წლის აპ­რი­ლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა და რად­გა­ნაც მისი ეფექ­ტი, რო­გორც წესი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­დან ერთი წლის მერე ვლინ­დე­ბა, ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ 2024 კი­დევ უფრო ცხე­ლი წელი იქ­ნე­ბა.

 ეკ­ვა­ტო­რუ­ლი წყნა­რი ოკე­ა­ნის გა­ხუ­რე­ბუ­ლი ზე­და­პი­რუ­ლი წყლე­ბი აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ მოძ­რა­ო­ბენ. შე­დე­გად, ოკე­ა­ნის აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლურ ნა­წი­ლებ­ში თბი­ლი ამინ­დე­ბი ჭარ­ბობს. მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ელ-ნი­ნიო თევ­ზე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის მა­სობ­რივ სიკ­ვდილს იწ­ვევს. ჰა­ე­რის ნა­კა­დებს თან მი­აქვთ წყლის უზარ­მა­ზა­რი მა­სე­ბი, რაც შემ­დეგ სა­ნა­პი­რო­ებს ურტყამს და იქ სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბებს იწ­ვევს. ერ­თკვი­რი­ა­ნი წვი­მა, ღვარ­ცო­ფი, წყალ­დი­დო­ბა დიდ ზი­ანს აყე­ნებს ბუ­ნე­ბას და ადა­მი­ა­ნებს სამ­ხრეთ ამე­რი­კის ამ რე­გი­ო­ნებ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×