რეზონანსი
10.11.2023

ბათუმში 18 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„ისევ გლოვობს ჩემი ბათუმი. გარდაიცვალა 18 წლის ლუკა საფარიძე. 1 დღეში 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა ავარიით. გადაინაცვლეს მარადიულობაში... მიწამ როგორ უნდა მიგიღოს ლუკა? რატომ, რატომ? ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს, ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდო... ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული...“ , - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×