
ახალგაზრდა მოცეკვავე ზანდა კონცელიძე, რომელიც კომაში იმყოფებოდა გონს მოვიდა.
„25 ოქტომბერი იყო... ! გადავრჩით ყველა უფლის წყალობით და თქვენი გვერდში დგომით მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამხელა სითბოსთვის, სიყვარულისთვის, გვერდში დგომისთვის.
არ ვიცი, რით დაგიმსახურეთ არ ვიცი მართლა ცხოვრებაში რა გავაკეთე ისეთი რომ მე ეს სიყვარული დავიმსახურე გხედავთ გიმახსოვრებთ და გაგიფრთხილდებით ყველას.
არ ვიცი მადლობა რით გადაგიხადოთ რა გავაკეთო რომ ეს ყველაფერი დაგიფასოთ მადლობა ალადაშვილის კლინიკის ექიმებს ქირურგებს ექთნებს ინტერნებს...
და მეამაყები არ ვიცი ამდენად ძლიერი როგორ ხარ მაგრამ ვამაყობ შენით დე.
მახსოვს მართვით სუნთქვაზე რომ ვიყავი პატარა წერტილივით გულზე იჯექი და სუნთქვას მასწავლიდი არ ვიცი ეს სასწაული არის თუ არა მაგრამ ვიცი რომ შენ მყარად რომ იდექი გარეთ მეც მაგიტომ წამოვდექი მადლობა ჩემს მოცეკვავე-მომღერალ ბავშვებს თქვენ ცალკე სასწაული ხართ, მადლობა ყველას ხალხნო!
ბოდიში, ყველას ვერ გწერთ ძალიან ბევრნი ხართ მაგრამ გპირდებით ყველა მონაწერს წავიკითხავ ამ ეტაპზე ვიმყოფები სახლში და რეაბილიტაციას ვაგრძელებ სახლში!! ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ უნდა წავიდე თურქეთში და გავაგრძელო მკურნალობა..." - წერს ზანდა სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე