რეზონანსი
09.11.2023

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,50 ათასი ტონა, რაც 1,47 ათასი ტონით, ანუ 8,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,03 ათასი ტონა) შედარებით. 

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 4,18 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 3,49 ათასი ტონა (17,9%); გერმანია - 2,41 ათასი ტონა (12,4%), აზერბაიჯანი - 1,39 ტონა (7,1%);  და სხვ.

2023 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 106,8 ათასი ტონა, რაც 1,4 ათასი ტონით, ანუ 1,3%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (105,4 ათასი ტონა) შედარებით. 

მათ შორის, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში  საავიაციო ნავთის იმპორტის 46,7%  (49,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 21,6% (23,1 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 12,1% (12,9 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 9,6% (10,3 ათასი ტონა) - თურქეთიდან,  7,5% (8,0 ათასი ტონა) - მალტიდან, 1,9% (2,0 ათასი ტონა) - ლიბიიდან, 0,6% (0,6 ათასი ტონა) - შვეიცარიიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×