რეზონანსი
09.11.2023

უკრაინელი სამხედროები შეეცდებიან, წლის ბოლომდე ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters NEXT-ის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„შევეცდებით, წელს შედეგი ვაჩვენოთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოველდღე ადამიანებს ვკარგავთ. ნაკლები რუსეთი - ეს კარგი სიახლეა, მაგრამ ნაკლები ხალხი - ძალიან ცუდი სიახლეა", - აღნიშნა ზელენსკიმ და დაამატა, რომ რუსეთის დანაკარგები უკრაინისას 5-ჯერ აღემატება.

უკრაინის პრეზიდენტმა აღიარა, რომ სამხრეთის ფრონტზე პროგრესი ძალიან ნელია, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს საბრძოლო მოქმედებების კონკრეტული გეგმა 2024 წლისთვის.

„ჩვენ გვაქვს გეგმა - კონკრეტული ქალაქები, ძალიან კონკრეტული მიმართულებები. არ შემიძლია ყველა დეტალის დასახელება, მაგრამ სამხრეთში ძალიან ნელა მივიწევთ წინ... გვაქვს კარგი წინსვლა ხერსონის ოლქთან. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატება გველოდება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×