რეზონანსი
09.11.2023

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების საქმე გაუპატიურების მუხლით გადაკვალიფიცირდა. ექსპერტიზის დასკვნით, 14 წლის გოგოს მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. 

ამ ბრალდებით ოზურგეთში 33 წლის მამაკაცი დააკავეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბრალდებული მსხვერპლის ოჯახში მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით იყო მისული.

მოზარდი ამბობს, რომ მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა, თუმცა დაკავებული ბრალდებებს უარყოფს. 

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაკავებული ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირია. ის წარსულში განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. საუბარია 2010 წელს, მდინარე ბჟუჟის ნაპირთან 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაზე.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×