რეზონანსი
09.11.2023

ზურა ყიფშიძეს, რომელიც წელს 70 წლის გახდა, ვარსკვლავს 27 ნოემბერს გაუხსნიან. თარიღის შესახებ ინფორმაციას მსახიობის შვილი, მოდელი ლენუკა ყიფშიძე ავრცელებს ინფორმაციას და კულტურის პალატის პრეზიდენტს, დათო ოქიტაშვილს საჯაროდ მადლობას უხდის.

„დათო ოქიტაშვილი ეს ის ადამიანია, რომელიც წლების მანძილზე ცდილობდა გულით და სულით მამას 70 წლის იუბილე და ვარსკვლავი გაეხსნა მარჯანიშვილის თეატრის წინ.

უბედნიერესი ვარ, მე პირადად და მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ დავითს და მის გუნდს.

მჯერა, 27 ნოემბერს დაუვიწყარი დღე იქნება“, – დაწერა ლენუკა ყიფშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×