რეზონანსი
08.11.2023

New York Times-თან საუბარში „ჰამასის“ მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის მიზანი პალესტინის საკითხზე მიმართ ყურადღების გამახვილება იყო.

„ჩვენ უნდა გვეთქვა ადამიანებისთვის, რომ პალესტინის საკითხი არ მოკვდება. გვჭირდებოდა დიდი ქმედება და ვიცოდით, რომ ამას დიდი რეაქცია მოჰყვებოდა“, - აცხადებს NYT-თან საუბარში „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრი, ხალილ ალ-ჰაია.

დაჯგუფებაში ასევე უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს „ჰამასს“ ღაზის სექტორის მართვა სურს.

„იმედი მაქვს, რომ ისრაელთან საომარი მდგომარეობა პერმანენტულ ხასიათს მიიღებს ყველა საზღვარზე და რომ არაბული სამყარო ჩვენს გვერდით დადგება. ჩვენი მიზანი არაა ღაზის მართვა, ან, მაგალითად, მისი წყლითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფა“, - აღნიშნა „ჰამასის“ მედიაკონსულტანტმა ტაჰერ ელ-ნუნუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×