რეზონანსი
08.11.2023

დასავლეთში რუსული აქტივების კონფისკაცია სერიოზულ შედეგებს და რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომებს გამოიწვევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპა მუდმივად მუშაობენ რუსული აქტივების უკანონოდ ჩამორთმევის მიზნით.

„ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ სასამართლო და იურიდიულ ხარჯებს მათთვის, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს და ასეთი გადაწყვეტილებებით ისარგებლებს", - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება შეიმუშავებს საპასუხო ზომებს.

„ეს იქნება ისეთი ზომები, რომლებიც ყველაზე უკეთ შეეფერება ჩვენს ინტერესებს", - აღნიშნა პესკოვმა.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტს უფლებას ანიჭებს, რუსული აქტივების კონფისკაცია განახორციელოს, სახელმწიფო მდივანმა კი ის უკრაინასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×