რეზონანსი
08.11.2023

პრეზიდენტის მოწოდებას ერთად აღინიშნოს ევროკომისიის გადაწყვეტილება, სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის წერს, დღეს მოხდება მათი მხილება, ვინც სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ აპირებს გაერთიანებას.

„სალომე ზურაბიშვილმა 8 საათზე ჩემთან შევიკრიბოთო და ერთად აღვნიშნოთ, ევროკომისიის გადაწყვეტილებაო... მოკლედ, დღეს სალომეს გაბელადება იწყება, ხოლო კორონაცია 15 დეკემბრის შემდეგ მოხდება, როცა საქართველო სტატუსს მიიღებს...

დღეს ვინც მიუცუცქდებიან ზურაბიშვილს, სწორედ ისინი იქნებიან „ასკინკილით" მოხტუნავე პრეზიდენტის პოლიტიკური გაერთიანების ავანგარდში. აბა თქვენ იცით, ნაყინი მაგრად დაიჭირეთ, არ მოსვაროთ სალომეს ეზო-კარი," - წერს facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×