რეზონანსი
08.11.2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ისრაელ-„ჰამასის" ომში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია, ვიდრე „ჰამასს" მძევლები ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ BBC იტყობინება.

„ისინი, ვინც დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, ვალდებულები არიან განმარტონ, როგორ გადაიჭრას ის შედეგი, რომელსაც ეს მოიტანს - ესაა „ჰამასის" დატოვება 200-ზე მეტ მძევალთან, მაშინ როცა მას აქვს შესაძლებლობა და გამოხატული სურვილი, გაიმეოროს ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა. ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს კრიზისი აღარ განმეორდეს, უკავშირდება ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფუძვლის შექმნას", - განაცხადა ბლინკენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×