რეზონანსი
08.11.2023

ჩვენ რომ მენეჯმენტში ვყოფილიყავით, მიხეილ სააკაშვილს რაღაც განცხადება დაედო და მერე უცებ წაშლილიყო ალბათ ჩამოიქცეოდა იქაურობა, ოფისიც და ჩვენც გაგვიტანდნენ, ვისაც გვიპოვიდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

„კეზერაშვილის გარეშე ნამდვილად არ მგონია ამ ამბავმა ჩაიაროს. სწორედ ამ მიმართულებით ხდება ახლა პირდაპირ დავარქვათ, შანტაჟი. ჩემი გადმოსახედიდან. პოსტის წაშლა, წარმოგიდგენიათ? მიხეილ სააკაშვილს რაღაც განცხადება დაედო და მერე უცებ წაშლილიყო, ალბათ ჩამოიქცეოდა იქაურობა, ოფისიც და ჩვენც გაგვიტანდნენ, ვისაც გვიპოვიდნენ",- აღნიშნა დოლიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა ახალი განკარგულება გასცა. 23 ნოემბრამდე მანიფესტი უნდა შეიქმნას, სადაც ყველა ფუნდამენტურ საკითხზე შეჯერდებიან. სააკაშვილის ბრძანებით, ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს, ის პარტიას დატოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×