რეზონანსი
08.11.2023

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად დადებითი წინასწარი დასკვნის მოლოდინი აქვს „ხალხის ძალის" ერთ-ერთ ლიდერს დიმიტრი ხუნდაძეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მოლოდინი არის პოზიტიური, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, რომ ეს მოლოდინი გამქრალიყო, რომ ის სამუშაო, რაც მმართველმა გუნდმა ჩაატარა საზოგადოების დაკვეთით, არ მისულიყო კონკრეტულ შედეგამდე. მე ვფიქრობ, ისინი ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დარჩებიან გაწბილებულები და საქართველო დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა შემდგომშიც გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზაზე გასატარებელი რეფორმების განხორციელება. „რა თქმა უნდა, ამისათვის არის გარკვეული რეფორმები განსახორციელებელი და მმართველი გუნდი ამაზე უარს არასდროს ამბობს," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×