რეზონანსი
08.11.2023

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - შიდა უთანხმოების კიდევ უფრო გამწვავება ამჯერად სოციალური ქსელიდან მიხეილ სააკაშვილის პოსტის წაშლას უკავშირდება. ნიკა მელიას თანამებრძოლები ამ ფაქტს ბრალდებული პრეზიდენტის შანტაჟად აფასებენ. მიხეილ სააკაშვილის წაშლილ პოსტში ყოფილი თავმჯდომარის დამსახურებებსა და შესაძლებლობებზე იყო საუბარი.

"პატიმარი ადამიანის ასეთი შანტაჟი აბსოლუტურად გაუგონარია. კეზერაშვილის გარეშე ნამდვილად არ მგონია ამ ამბავმა ჩაიაროს. ერთადერთი, ხელში რაც უკავია ამ ადამიანს, ეს არის ფული. თუ შენი მთავარი ფსონი ფულია, აბსოლუტურად წაგებულ თამაშში შედიხარ," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე.

ლევან ხაბეიშვილის ფრთის წარმომადგენლები კი დაპირისპირებულ თანაგუნდელებთან სპეკულაციაში შესვლას არ აპირებენ.

"სპეკულაციებში შესვლა, ჩემი აზრით, არის სრულიად უსაგნო. მთავარია, რომ ვიხელმძღვანელოთ იმ სიტყვებით, რომელიც თავად მოვისმინეთ პრეზიდენტი სააკაშვილისგან. ვისაც სურს, გამარჯვებისთვის იბრძოლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პლატფორმიდან, ბუნებრივია, მათ შეუძლიათ, რომ აღნიშნული პოლიტიკური ბრძოლა გააგრძელონ ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან. ვისაც სხვაგან წარმოუდგენია საკუთარი თავი, ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნება, ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღონ," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×