რეზონანსი
08.11.2023

ცოტა ხნის წინ ქართველი გოგო ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც “მეტრონომისთვის” გახდა ცნობილი, გოგონა ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ტრაგიკულად გარდაცვლილ ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:

“როგორ ვთქვა, რასაც ვამბობ, ვის დავაჯერო,

შენი გარდაცვალება, მე თვითონ ვერ ვიჯერებ.

ვერ ვიაზრებ, ვერ ვიტევ, იმ ტკივილს

შენი მოულოდნელი გარდაცვალებით, რომ განვიცადე.

ხელვაჩაურის გზაზე მიმავალ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალაო, ინფორმაცია მივიღე, მაგრამ ის რეალობა, რომ ეს ჩამქრალი სიცოცხლე, ჩაოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ჩემი ფერია გოგო, ჩემი სული და გული ინეზა იყო, ეს ვერ

დავიტიე.

მშვიდობით!

შეხვედრამდე, შვილო!”

“რა მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ.სიტყვები არ მყოფნის დაჯერება არ მინდა ამ ტრაგედიის” - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×