
თბილისის ახალგაზრდული ცენტრი, სოციალურ ქსელში, ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, მაია ომაროვას შესახებ წერს.
„გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ცენტრის წევრი და ილიას უნივერსიტეტის ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებული, არქიტექტურის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი მაია ომაროვი. მაია იყო გამორჩეული ადამიანი, ხალისიანი, სიცოცხლით სავსე, მისი ტრაგიკული გარდაცვალება დიდი დანაკლისია ყველასთვის... თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. სიტყვები უძლურია ამ ტრაგედიის გადმოსაცემად“, - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.
როგორც ცნობილია, 19 წლის გოგო ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე