რეზონანსი
07.11.2023

ევროკავშირში თითქმის შეთანხმდნენ რუსეთს გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კულებამ აღნიშნა, რომ იუსტიციის ევროკომისართან დიდიე რეინდერსთან მისი საუბრის ერთ-ერთი თემა უკრაინის სასარგებლოდ გაყინული რუსული აქტივების გამოსაყენებლად ევროპული სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა იყო.

"ეს მტკივნეული საკითხია, არაერთხელ გავუსვით ხაზი, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი იურიდიული ჩარჩოს შექმნასა და უშუალოდ მის მიღებამდე პაუზა გაჭიანურდა... დღეს მკაფიო პასუხი მივიღე დროის ჩარჩოებისა და ამ გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნება...

ამ საკითხში ზეწოლას გავაგრძელებთ, ვინაიდან, ვთვლით, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს დანაშაულებისთვის, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინა, და ნგრევისთვის, რომელიც გამოიწვია", - განაცხადა კულებამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×