რეზონანსი
07.11.2023

ევროკავშირი საარჩევნო პროცედურაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზომების მიღებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ პოლიტიკური რეკლამის შესახებ კანონპროექტის ძირითად დებულებებზე, რომელიც, სავარაუდოდ, 2025 წლიდან ამოქმედდება. გეგმის მიხედვით, ევროკავშირის გარეთ სუბიექტებს აეკრძალებათ ევროპაში პოლიტიკური რეკლამის დაფინანსება არჩევნებამდე ან რეფერენდუმამდე სამი თვით ადრე. ახალმა წესებმა უნდა გაართულოს მესამე ქვეყნებისთვის ევროპაში ყალბი ინფორმაციის გავრცელება და დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×