რეზონანსი
07.11.2023

რამდენიმე საათში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია გაიცემა. ეს უკვე გადაწყვეტილია და ცნობილი დეტალებიც თუ როგორ შეაფასებენ ხელისუფლების მუშაობას. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი “ანალიტიკასთან" ინტერვიუში ბრიუსელის მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, თუმცა დათქმებით.

"ოთხშაბათს გამოსაქვეყნებელი დოკუმენტის მონახაზი ვიცი. იმედი მაქვს, დღეს მივიღებ საბოლოო ვერსიას. იგი მხოლოდ მშრალ ფაქტებს მოუყრის თავს.

რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია. პრობლემურია ის პუნქტები, სადაც მაღალი პოლიტიკური ინტერესი იკვეთება – სასამართლო რეფორმა; ვფიქრობ, კიდევ ერთხელ გაკეთდება აქცენტი დეოლიგარქიზაციაზეც. ჩემი შეფასებით, 12 რეკომენდაციიდან, 8-9 შესრულებულად ჩაითვლება. ყველაფერი ცუდად ნამდვილად არ არის, თუმცა მაინც იქნება გარკვეული საკითხები, სადაც ბრიუსელს ეჭვები დარჩება", - განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×