რეზონანსი
07.11.2023

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 12 წლის არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა ხაშურის სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა, რადგან საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ინფორმაციით, 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×