რეზონანსი
07.11.2023

ოპოზიციის ნაწილის ბრიუსელში ვიზიტისგან კარგს არაფერს შეიძლება ველოდო იმ პირობებში, როდესაც მათ აბსოლუტურად არ აწუხებთ ქვეყნის ინტერესები, არც მშვიდობა და არც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ერთადერთი, რაც ოპოზიციის ამ ნაწილს აწუხებს, არის საკუთარი ინტერესები და ხელისუფლებაში ყოფნა ნებისმიერ ფასად.

„ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ერთ წელზე მეტია ჩვენი ოპონენტების მხრიდან. შესაბამისად, კარგს არაფერს ველოდები მათი ბრიუსელში ვიზიტისგან. ბრიუსელისგან რასაც ველოდები, არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული და ჩვენს ქვეყანას ექნება კანდიდატის სტატუსი, ისევე როგორც ის მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას, გასულ წელს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×