რეზონანსი
07.11.2023

საოკუპაციო რეჟიმი მუქარას განაგრძობს - ოკუპანტები ამბობენ, რომ თუ ვინმე მათ მიერ მონიშნულ ტერიტორიებს მიუახლოვდება, ისევ ისე  იმოქმედებენ როგორც ეს გუშინ მოხდა.

მარიონეტული ხელისუფლება სასტიკ მკვლელობაზე პასუხისმგებლობას თბილისს აკისრებს. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ მოკლული და მათ მიერ უკანონოდ დატყვევებული კაცი "მიხეილ სააკაშვილის პარტიის რადიკალ წარმომადგენლები" იყვნენ. 

სამხრეთ ოსეთში, რესპუბლიკის საზღვარზე მოძალადეთა დაკავების ინციდენტი განიხილება, როგორც პირდაპირი შედეგი იმისა, რომ უპირველეს ყოვლისა, ოფიციალური თბილისის უარი თქვას რეალობის აღიარებაზე, რომ საქართველოს ტერიტორია მთავრდება სახელმწიფოს ხაზით. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი" - წერს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

მეტიც, დე ფაქტო რეჟიმი  გაბრაზებულია იმის გამოც, რომ საოკუპაციო ხაზთან ქართველი სამართალდამცავები დილიდან მობილიზებულები არიან. 

ამასთან, მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ხელისუფლება თბილისს "საზღვრების" დადგენის მოტივით თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×