რეზონანსი
07.11.2023

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანაშემწე დაბადების დღეზე ნაჩუქარი ხელის გრანატის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა 39 წლის მაიორი გენადი ჩასტიაკოვს დაბადების დღეზე ვისკი და გრანატები აჩუქა. სახლში დაბრუნებულმა ჩასტიაკოვმა კოლეგებისგან მიღებული საჩუქრების ოჯახის წევრებისთვის ჩვენება გადაწყვიტა. ინციდენტის დროს მასთან ერთად ოთხში მისი მეუღლე, 13 წლის ვაჟი და 11 წლის ქალიშვილი იმყოფებოდნენ.

გრანატა ხელში ჯერ ჩასტიაკოვის ვაჟმა აიღო, რის შემდეგაც მას ჭურვი მამამ გამოართვა და გახსნა. აფეთქების შედეგად ჩასტიაკოვი დაიღუპა, მისმა ვაჟმა კი სერიოზული დაზიანება მიიღო. მსუბუქად არის დაჭრილი სამხედროს ქალიშვილიც.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამხედრომ, რომელმაც ჩასტიაკოვს გრანატები აჩუქა, გააფრთხილა, რომ ისინი ნამდვილია. „როგორც ჩანს, გარდაცვლილმა მას არ დაუჯერა“, - აღნიშნავენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×