რეზონანსი
07.11.2023

"თუ უსმანოვი წელიწადნახევრის მანძილზე იყენებდა ქართულ ანგარიშებს, ნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“ და ეროვნული ბანკი არღვევდა მასთან ერთად საერთაშორისო სანქციებს," - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე უსმანოვის სკანდალს.

ირკვევა, რომ პუტინის ყველაზე ახლო მეგობარი დიდ ფულს ქართულ ბანკებში ინახავდა, შესაბამისად, გიორგი ვაშაძის შეფასებით, ეროვნული ბანკი ლიბერთი ბანკთან ერთად საერთაშორისო სანქციებს არღვევდა.

გამოდის, რომ სანქცირებული უსმანოვი ქართულ საბანკო სისტემას, ამ შემთხვევაში, "ლიბერთი ბანკს" იყენებდა ტრანზაქციებისთვის, რაც პირდაპირი დარღვევაა საერთაშორისო სანქციების. უსმანოვი ერთ-ერთი პირველია სანქცირებულთა შორის, წელიწადნახევარია, რაც დასანქცირებულია, საკითხი მაგაზეა, რომ თუ უსმანოვი წელიწადნახევრის მანძილზე იყენებდა ქართულ ანგარიშებს, ნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“ და ეროვნული ბანკი არღვევდა მასთან ერთად საერთაშორისო სანქციებს, ეს ორჯერ ორი ოთხია. 

უსმანოვი არის ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი, რომელსაც მან მიყიდა თავისი ბიზნესები რუსეთში, ამ ბიზნესების ნაწილი, ის დიდი პირველი მილიარდი უსმანოვმა ჩაურიცხა ივანიშვილს ანგარიშზე,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

 ირკვევა, რომ ჩვენი ქვეყანა პუტინის მეგობარი ოლიგარქის ფულის სამალავიც ყოფილა. საქმე ეხება ალიშერ უსმანოვს - რუსეთის უმდიდრესი ადამიანს, რომელიც "ლიბერთი ბანკს" უჩივის, რომ მილიონობით ევრო გაუყინა. ჩნდება კითხვა, თუ რუსი ოლიგარქების მაფიის ნათლიმამას საქართველოში ინტერესები არ ჰქონდა, მაშინ რისთვის სჭირდებოდა ფული ქართულ ბანკებში?ფაქტია, რომ რეჟიმის სპონსორებს, რომელიც ქართველებს კლავს, ხელისუფლება სასათბურე პირობებს უქმნის. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×