რეზონანსი
07.11.2023

კვიპროსში 33 წლის სენაკის მკვიდრი გოგა ფარცვანია, ტრაგიკულად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გოგა ფარცვანია, რომელიც კვიპროსის რესპუბლიკაში გასული გაზაფხულიდან იმყოფებოდა, საკუთარ დაბადების დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

გარდაცვლილ ახლგაზრდას, სენაკის სოფელ ეკში, მშობლები, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

კვიპროსში ტრაგიკულად დაღუპულ სენაკელ გოგა ფარცვანიასთან დაკავშირებით, ადგილობრივი მედია ინფორმაციას აქვეყნებს.

"უიღბლო ახლგაზრდამ, სასიკვდილო დაზიანებები კვირას, დილის 00 საათსა და 40 წუთზე მიიღო. ის, ქალაქ პაფოსის, აგაპინოროსის და იკარუსის ქუჩების კვეთაზე, ქუჩის გადაკვეთის მცდელობის დროს მოძრავმა ავტომობილმა გაიტანა.

გარდაცვლილი საქართველოდანაა. ის ბოლო დროს ცხოვრობდა პაფოსში, როგორც თავშესაფრის მაძიებელი.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი, რომელიც უკვე დაკავებულია, 24 წლის კამერუნელია. ის თავდაპირველად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, თუმცა საათნახევრის მერე, დილის 2 საათსა 15 წუთზე, ისევ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და პოლიციას შეატყობინა, რომ მან ავტომანქანით, ქვეითად მოსიარულე გაიტანა. როგორც მან პოლიციას განუცხადა, იქვე მყოფმა ხალხმა შემთხვევის ადგილი ალყაში მოაქცია, მას შეეშინდა და ამის გამო დატოვა იქაურობა", - წერს ადგილობრივი მედია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×