რეზონანსი
07.11.2023

კირბალთან მომხდარი ფაქტი ძალიან დიდი ტრაგედიაა. ეს ოკუპაციის კიდევ ერთი ძალიან მძიმე შედეგია. ფაქტი თავისთავად ადასტურებს, რომ ეს კონფლიქტი გაყინული არ არის და ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზზე მუდმივად საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ამიტომ ჩვენ უნდა ვთხოვოთ საერთაშორისო საზოგადოებას, უფრო მეტად აქტიურად იყოს ჩართული ამ კონფლიქტის მოგვარების საკითხში, რომ მომავალში ასეთი ფაქტები გამოირიცხოს და საქართველოს მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზზეც მშვიდობიან გარემოში იცხოვრონ", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×