რეზონანსი
06.11.2023

„ქრონიკა" სოფელ კირბალთან იმყოფება. როგორც „იმედის" კორესპოდენტი, ანა შეპკინა ადგილიდან იტყობინება, ამ დროისთვის სამართალდამცველებს სოფელში შესასვლელი გზა გადაკეტილი აქვთ და იქ მხოლოდ ადგილობრივებს უშვებენ.

მისივე თქმით, ორი ადგილობრივი მკვიდრი იმყოფებოდა სოფლის სასაფლაოზე, რომელიც მდებარეობს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. შემდეგ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ლომისის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიისკენ გაემართნენ, რა დროსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების თავს დაესხნენ. 60 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა საავადმყოფოში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულ მეორე მოქალაქეს, ის გადაიყვანეს ჯერ რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი, ცხინვალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმოამდგენლები.

წყარო" „იმედი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×