რეზონანსი
06.11.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიციირებული 2 ჰიდროელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი. აქედან ერთი ჰესი, რომლის სიმძლავრე 11.8 მგვტ-ს შეადგენს, ონის მუნიციპალიტეტში აშენდება, ხოლო მეორე ჰესის პროექტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მისი სიმძლავრე 6 მეგავატამდეა.

ჯამურად, ორივე ჰესის ასაშენებლად 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×